Wednesday, June 16, 2010

შოკოლადი

  

·       პროექტის  მოკლე  აღწერა:  ვისაც  უყვარს  შოკოლადი უნდა      იცოდეს  მისი  შედგენილობა

·        პროექტის სრული აღწერა:   მოსწავლეები იღებენ ინტერვუებს მშობლებისაგან და ახლობლებისაგან  რა  მდგომარეობაა შოკოლადის  სიყვარულის მხრივ  კლასში ოჯახში

                1. ვის უყვარს შოკოლადი?  25% –– მამაკაცს,  40% –– ქალს,  35%  –– ბავშვს.

      2.  არის თუ არა შოკოლადი  წვადი?  დიახ.  შოკოლადი  წვადი   ნივთიერებე–

ბისაგან  შედგება. ის  შეიძლება ავანთოთ.

    3.  შეიცავს შოკოლადი ეტიკეტზე  მითითებულ  ნივთიერებებს?  კარგი შოკოლადი აუცილებლად   შეიცავს   ძირითად საკვებ  ნივთიერებებს:  კაკაოს  ცხიმს,  კაკაოს  ფხვნილს  და  შაქარს.  მივმართოთ  ეტიკეტს  და  დავათვარიელოთ  რა  ნივთიერებებს შეიცავს ეს  აუცილებლად  მითითებულია ეტიკეტზე.  ეს  შეგვიძლია  გავარკვიოთ  ცდით.

შოკოლადის  შემადგენელი  ნაწილები:  შაქარი იხსნება წყალში,  კაკაოს ცხიმი

აცეტონში.

           კაკაოს  ცხიმის  დადგენა:   20გ. შოკოლადი დავაქუცმაცოთ დავასხათ თბილი აცეტონი

200მლ. ავურიოთ სანამ ერთგვარ მასას არ მივიღებთ. მიღებული მასა გავფილტროთ ფილტრატი აწონილ ჭურჭელში შევაგროვოთ. კოლბას შეიძლება მოვავლოთ აცეტონი

დარჩენილიც  გავფილტროთ დანაკარგის აღმოსაფხვრელად. ჭურჭელი  კვლავ  ავწონოთ

მასათა  სხვაობით  დადგინდება  ცხიმის მასა.  აცეტონი აქროლდა ქაღალდიდანაც  და მასზე

შაქარი  და კაკაოს  ფხვნილი  დარჩა.

        შაქრის  მასა:    ფილტრის  ქაღალდი შოკოლადიანად  ავწონოთ. შემდეგ  ძაბრში  ნაწილ–ნაწილ დავასხათ  50მლ  ცხელი წყალი. შაქარი  წყალხსნარის სახით   კოლბაში  მოგროვდება.

გავაშროთ  ფილტრის  ქაღალდი   ჰაერზე  და  კვლავ  ავწონოთ.  მასათა  სხვაობა  შაქრის   მასას

გვიჩვენებს.

       კაკაოს ფხვნილი:   ფილტრზე  დარჩენილი  ფხვნილი   ავწონოთ  ფილტრის  ქაღალდიანად.

მასათა  სხვაობით   კაკაოს  ფხვნილის  მასა   დადგინდება.

საბოლოოდ  ვადგენთ :  დასმული კითხვების  მიხევით   ხომ  არ  ,,ცრუობს“  მწარმოებელი. 

არის თუ არა შოკოლადში   საჭირო  ნივთიერებები  ეტიკეტზე  მითითებული    რაოდენობით.

·        მონაწილეთა  ასაკი :  14–15

·        ვადები,  ხანგრძლივობა  :  2 კვირა

·        პროექტის   შესაძლო აქტივობები:    კლასში  კვლევა,  დისკუსიის  გამართვა, ცდის  ჩატარება.

·        მოსალოდნელი  შედეგები:   ისწავლიან  გუნდურ  მუშაობას,  გააუმჯობესებენ  ერთმანეთთან  ურთიერთობას, გაიღრმავებენ  კონკრეტულ  ცოდნას , ინტერნეტით 

მოიძიებენ  ინფორმაციას  შოკოლადზე(  ხარისხზე, ფერზე, შედგენილობაზე).

·       სამუშაო ენა:    ქართული

·      პროექტის   ფალსიფატორი:     ცისანა  მაღრაძე

·     ფალსიფატორის  ელფოსტა:     cmagradze@gmail.com